Friday, May 20, 2016

ინტელის პროექტი


კურსის რეფლექსია

კურსის მიმდინარეობისას თანმიმდევრულად გავეცანით პროექტებით სწავლების მთავარ ასპექტებს:სასწავლო პროექების დაგეგმვა,სასწავლო ნიმუშების შექმნა,ბროშურების მომზადება,პროექტების შეფასება.გავიგეთ ინფორმაცია არაერთი საიტის შესახებ,რომლებიც დიდ დახმარებას გაგვიწევს  მასწავლებლებს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.
      შევქმენით ბლოგი და ვისწავლეთ მასზე სხვადასხვა ინფორმაციის განთავსება.
     ტრენინგი საკმაოდ საინტერესო გამოდგა.ვფიქრობ ყველა მასწავლებელი უნდა ფლობდეს მსგავს ცოდნას. კომპიუტერული ტექნოლოგიები საგრძნობლად აადვილებს ჩვენს შრომას.დარწმუნებული ვარ ტრენინგზე გამოყენებული მასალა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო გავხადო,ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.

      დიდი მადლობა!